მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსების და ცოდნის ამაღლების გზით.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში

ბიზნეს გეგმების კონკურსი

კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს გეგმები, რომელთა ავტორებიც მოიპოვებენ თანადაფინანსებას მის განსახორციელებლად. ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, მხოლოდ ბიზნეს იდეების კონკურსის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს.